4500, 5000, 7000 ლარი | თბილისის საკრებულოში ხელფასები გაიზარდეს

გამოქვეყნდა:

4500, 5000, 7000 ლარი - ეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების ყოველთვიური ხელფასია.

ანაზღაურების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ სულ რამდენიმე კვირის წინ მიიღო და ეს გადაწყვეტილება საკრებულოს ყველა წევრს შეეხო. მატება ხშირ შემთხვევაში 1300-დან 2000-ს ლარამდე თანხით მოხდა.

ოპოზიცია გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების ანაზღაურების ზრდა, მაშინ როდესაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს დღეში  1 ლარისა და 30 თეთრის ულუფას სთავაზობს, მიუღებელია, მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობენ ქართული ოცნების მთავრობაში - მაგალითად ეკონომიკის მინისტრი საკრებულოს წევრების ნაყოფიერ შრომაზე საუბრობს.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი