ენტონი ბლინკენი კიევსა და ბერლინში მიემგზავრება 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 18-22 იანვარს კიევსა და ბერლინში გაემგზავრება. ინფორმაციას აშშ-ს სახდეპი ავრცელებს

მათი ცნობით, მოგზაურობის მიზანია, ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი უკრაინას უქმნის.

ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრო კულებასა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდება. 

ბერლინში ვიზიტისას კი განხილული იქნება მოკავშირეების საერთო პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განიხილავენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრების საკითხსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი