მთვრალი მაღალჩინოსნების დრიფტაობა - სენაკის მერმა და სუს-ის უფროსმა პირველი თოვლი აღნიშნეს და ტეხურაში გადაცვივდნენ

გამოქვეყნდა:

სენაკის მოქმედი მერი, ვახტანგ გადელია რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან - სენაკის საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად თოვლის მოსვლას აღნიშნავდა.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამდებობის პირები სახელმწიფოს კუთვნილი "პრადოს ჯიპით  სადრიფტაოდ წავიდნენ და გართობის დროს გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადაცვივდნენ.

მანქანა მდინარე ტეხურადან ამოიტანეს, თუმცა ამ საქმეზე ძიება არ დაწყებულა.

თავად სენაკის მერი მომხდარს უარყოფს.

მერის კუთვნილი ავტომობილის სანახავად ავტომომსახურების ცენტრში მივედით. ვიზუალურად მანქანა თითქმის უკვე შეკეთებულია, თუმცა თოვლიანი საღამოს კვალი ავტომობილის სალონს ახლაც ეტყობა. 

ავტოსაგზაო შემთხვევაზე არ საუბრობს არც სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით მოსეირნე მეორე ფიგურანტი საბა ოდიშარია.

"მთავარის" ინფორმაციით, მერიცა და მისი მეგობრებიც ავტოავარიის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. საჭესთან ამ დროს სენაკის სუს-ის უფროსი ვახტანგ ჭანტურია იჯდა. მანქანის ამოთრევაში პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ, თუმცა მათ არც მძღოლის სიფხიზლე გადაუმოწმებიათ და არც საქმე აღუძრავთ.

უცნობია ვინ და რა ფორმით გადაიხადა სახელმწიფო კუთვნილი ავტომობილის შეკეთების თანხა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი