მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს

გამოქვეყნდა:

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ადგილობრივი ფოტოჟურნალისტი მოკლეს. 49 წლის მარგარიტო მარტინეზს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მექსიკაში მედიის უფლებების დამცველთა ორგანიზაციის თქმით, მარტინეზს, რომელიც კრიმინალსა და ჯგუფურ დანაშაულზე მუშაობდა, დანაშაულთან კავშირში მყოფი პირები ემუქრებოდნენ.

მარგარიტო მარტინეზი ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში მუშაობდა, მათ შორის BBC-სა და Los Angeles Times-ში.

ALjazeera-ს ცნობით, 2000 წლიდან, მექსიკაში 100-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი