მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმი დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი დღეს გაასაჯაროებს.

მანამდე კი კონსილიუმის წევრი ექიმები "მთავარ არხთან" საუბარში ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროტოკოლი არ მუშაობს და არც მათი რეკომენდაციებია გათვალისწინებული.

ნევროლოგის, გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ, ამ დრომდე არ შეცვლილა. მისივე თქმით, ეუძლებელია რეაბილიტაციის პროცესი რუსთავში წარმატებული აღმოჩნდეს.

"ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს წინა დასკვნებში იყო, არ იყო გათვალისწინებული. ერთ-ერთი და ძირითადი ეს არის ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც გორის საავადმყოფოში არ განხორციელდა და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ეს შეუძლებელია იქ, სადაც იმყოფება. ციხის პირობებში სრულფასოვანი რეაბილიტაცია უფრო ძნელია, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკაში", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი