ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან.

ბლინკენის ვიზიტი ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.

უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, პარასკევს ჟენევაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან.

შეხვედრების განხილვის თემა უკრაინის საზღვართან არსებული ვითარებაა. ქვეყანა რუსთის მხრიდან ღია სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი