
რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის სახელწოდებაც არის შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან - გრიგოლ ვაშაძე ამ დოკუმენტის რეალურ შინაარს და მნიშვნელობას განმარტავს.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ნაწილი, რომელიც საქართველოს ოკუპანტ ქვეყანას ეხება, უკიდურესად ყურადსაღებია. მისი თქმით, ანგარიშში ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი პუტინის მტკიცე მოკავშირეების რიცხვში არიან დასახელებულნი.
მცირედი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებაც კი უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ავტორების და ამ რეპორტის აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მისი თქმით, ვინაიდან არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა, რომელსაც ქვეყნის საგარეო ურთიერთობები აბარია, საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს, ოპოზიცია იძულებულია მოსახლეობას ამ ანგარიშის თაობაზე განმარტება მიაწოდოს.
ვაშაძე განმარტავს, რომ რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტი შედგება შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 147 კონგრესმენისგან და ამ უმძლავრესი ორგანიზაციული გაერთიანების წევრები არიან ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსები, მათ შორის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები დიკ ჩეინი და დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი - პეტ ტუმი, რიჩარდ ბარი, ჯონ ბუზმანი და როჯერ ვიკერი.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, სწორედ ამ კომიტეტმა დაავალა თავსი 13 წევრს შეემუშავებინა ანგარიში, რომელიც გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას ეხება.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პუნქტი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშიდან:
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, ქართული ოცნების დამანგრეველი მმართველობის შედეგად საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე აღმოჩნდა და ამ ანგარიშშიც, საქართველოს მთავარი მოკავშირეები კიდევ ერთხელ უხსნიან ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს.