რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს. დათო ქაცარავას ცნობით, რამდენიმე ფორმიანი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან აწარმოებს უკანონო სამუშაოებს.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ამ წუთებში მიემართება შემთხვევის ადგილზე და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.