ზელენსკი ენტონი ბლინკენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ბლინკენი უკრაინაში დღეს ჩავიდა. 

ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.

"მოლაპარაკებები ენტონი ბლინკენთან დასრულდა. ვაფასებ პერსონალურ ჩართულობას უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეესკალაციაში. მადლობელი ვართ აშშ-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ არ იქნება გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, პარასკევს ჟენევაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან.

შეხვედრების განხილვის თემა უკრაინის საზღვართან არსებული ვითარებაა. ქვეყანა რუსეთის მხრიდან ღია სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი