მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება - ბრიტანეთის საელჩო

გამოქვეყნდა:

მითებს, ტყუილს და დეზინფორმაციას ვუპირისპირებთ სიმართლეს - წერს "ფეისბუქზე" საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება:

"სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი" - წერს საელჩო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი