შეიარაღებული ოკუპანტები ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ - პროვოკაცია კირბალში

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული ოკუპანტები დღეს სოფელ კირბალში მორიგი პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ და ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მოსკოვის პროვოკაციებზე ოფიციალური თბილისი ისევ არ რეაგირებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინციდენტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ადგილობრივები კი შეშინებულები არიან, სოფელი ოკუპაციის ახალი ტალღის მოლოდინშია. ოკუპანტებმა ტერიტორია მონიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალი მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ უახლოეს მომავალში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოექცევა.

ხვალ ერგნეთში მოლაპარაკების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი