"ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონიც კი არ ჩაურთავს" | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს, 4 მათგანს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა - 2-ჯერ, ერთმა კი 3-ჯერ ჩართო.

ორგანიზაციის ცნობით,  გასულ წელს, 62 პლენარული სხდომა გაიმართა,  სადაც 409 კანონის პროექტი განიხილეს, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატების 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია. 

პარლამენტის წევრის საქმიანობა რთულად წარმოსადგენია კანონპროექტებისა და სხვა განსახილველი საკითხების შესახებ აზრის გამოთქმის ან შეკითხვის დასმის გარეშე.2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს.თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია.პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4,624-6,740 ლარია.2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 187 მილიონი ლარი გამოიყო, რისი 53% შრომის ანაზრაურებაში დაიხარჯა.თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში პარლამენტში ხმის ამოღების გარეშე ხარისხიანად მუშაობა? - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი