ინგლისში კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება იხსნება

გამოქვეყნდა:

ინგლისში კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება უქმდება. ინფორმაციას BBC პრემიერ ბორის ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ცვლილება დისტანციურ მუშაობასაც ეხება და აღარც სახლიდან მუშაობა იქნება სავალდებულო. 

25 იანვრიდან სავალდებულო სერტიფიკაცია დასრულდება. ორგანიზაციები შეძლებენ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, გამოიყენებენ თუ არა კოვიდსაშვებს, ჩვენ კი ინგლისში კოვიდსერტიფიკატების სავალდებულო გამოყენებას ვწყვეტთ. ასევე, მთავრობა აღარ მოითხოვს სახლიდან მუშაობას. გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება, მთავრობა აღარც პირბადის სავალდებულო ტარებას მოითხოვს, - ამბობს ჯონსონი. 

ცნობილი ხდება, რომ დიდ ბრიტანეთში 25 იანვრიდან ომიკრონის გამო დაწესებული შეზღუდვები აღარ გახანგრძლივდება. ბორის ჯონსონი ადასტურებს იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის თვითიზოლაციის წესიც შეწყდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი