COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფიცირებულები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან.

COVID 19 საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექთანს და ორ სანიტარს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხ თანამშრომელს დაუდგინდა. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, საავადმყოფოში კოვიდ 19–ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სამედიცინო პერსონალიდან ოთხ პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. პირველი შემთხვევა გუშინ მოხდა და დღეს კიდევ სამი დაემატა. წყაროს თქმა ძნელია, პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონდა. საიდან მოვიდა, ამის ძებნა ძალიან ძნელია, ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს, – ამბობს გოფიძე.

ცნობილია, რომ ინფიცირების პირველწყარო კლინიკის დამლაგებელია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელახალი ტესტირება იგეგმება. ამ დროისთვის კლინიკა ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი