
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული ანტი-სატანკო რაკეტების გადაცემაზე დათანხმდა. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგულაციების მიხედვით, ამერიკული შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად სახდეპის ნებართვაა საჭირო.
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის სურვილი ბალტიის ქვეყნებმა რამდენიმე კვირის წინ გამოთქვეს.