ეს იყო შეკვეთილი და გაკეთებული ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო, ღარიბაშვილის კლანის მხრიდან- აცხადებს თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, გოგიტა რობიტაშვილი.
ის გასული წლის დეკემბერში, დედოფლისწყაროში სამმა პირმა სცემა, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. ამ დროისა განმავლობაში ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება რაც ჩატარდა, მისი ტანსაცმელის ექსპერტიზაზე წაღებაა.
სწორედ ეს აძლევს რობიტაშვილს იმის თქმის საფუძველს, რომ მისი ცემა პოლიტიკური ხასიათის იყო. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელ თავდასხმაზე, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები გეგმავდნენ.
რობიტაშვილი პირდაპირ ადებს ხელს პრემიერ ღარიბაშვილის კლანს.