ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნების კამპანიაში კვლავ კამალა ჰარისთან ერთად იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში კვლავ კამალა ჰარისთან ერთად იბრძოლებს. 

ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს, და წერს, რომ ერთი წლის წინ, ინაუგურაციის დღეს, არსებობდა მოლოდინები, რომ ჯო ბაიდენი მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა და სავარაუდო კანდიდატად დემოკრატების მხრიდან, სწორედ კამალა ჰარისი აღიქმებოდა. თუმცა, ბაიდენმა პრესასთან უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა თავისი აზრი და თქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ვადისთვის ბრძოლას აპირებს და ამას კვლავ კამალა ჰარისთან ერთად გააკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი