გასაიდუმლოებული შეხვედრა ერგნეთში - "მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს ეუთოს წარმომადგენლები გამართავენ

გამოქვეყნდა:

ერგნეთი დღეს ისევ მოვლენების ეპიცენტრი იქნება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც მთავარი განსახილველი თემა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების საკითხი იქნება. 

მას შემდეგ რაც, გუშინ 7-საათიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე დასრულდა, წყაროს ცნობით, პროცესში ეუთოს წარმომადგენლობა ჩაერთო და ისინი დღეს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს პირისპირ აწარმოებენ.

მთავარი მოთხოვნა საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლება იქნება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ცხინვალის ციხეში. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც არაოფიციალური ცნობებით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი