გაფიცვის მე-5 დღე | სოციალურ აგენტებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდება

გამოქვეყნდა:

გაფიცვის მე-5 დღე - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს დღეს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა მოლაპარაკების რესურსი. 

სოციალური აგენტების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ამბობენ, რომ თუ სამინისტრო მათ პირობებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცვა არ შეწყდება. 

"ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი. ჩვენ არ გვსურს შეხვედრა შეხვედრისთვის, ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ ამ შეხვედრას აზრი არ ექნება, რა თქმა უნდა, დავტოვებთ ამ შეხვედრას. თუმცა, მაინც მოლოდინი არის, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და საბოლოო ჯამში გაიაზრებს სააგენტო და სამინისტროს წარმომადგენლები, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები არის მინიმალური. იმედი მაქვს, შეხვედრაზე არ გაჟღერდება, რომ თავად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები და სხვისკენ არ გაიშვერენ ხელს", - ამბობს სოლიდარობის ქსელის იურისტი, დავით ომსარაშვილი.

შეგახსენებთ, 500-მდე სოციალური აგენტი უკვე მე-5 დღეა, გაფიცულია და საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრთან ​შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი