"ღარიბაშვილმა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა... დაგვცინის ეს ადამიანი" | შშმ პირის დედის უკიდურესი პროტესტი

გამოქვეყნდა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედა, თამუნა იარაჯული, რომელმაც გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის მიზეზებზე საუბრობს. 

ის ამბობს, რომ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც გაზი ჩაუჭრეს და მის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს სიცივეში ყოფნა გაუჭირდა. ქალმა გაზრდილი ტარიფის გამო, დავალიანების გადახდა ვერ შეძლო და კომპანიისგან თარიღის გადავადებას ითხოვდა.

თამუნა იარაჯული პრემიერმინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ პრობლემით ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"ალბათ საქართველოს ასეთი პრემიერი არ ჰყოლია და არც ეყოლება. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. წერილობით უნდა მიმემართა თურმე. არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი, რომ ამ მდგომარეობამდე გუშინ სადამდეც მიმიყვანა მე, ალბათ ყველაზე ძლიერი ფსიქიკის ადამიანი, არ მიიყვანონ სხვა ადამიანები. დაგვცინის ეს ადამიანი, ჯიბეში ჩაიდო საქართველოს ბიუჯეტი. მე ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ფორმა, რაც გუშინ დამემართა, მაგრამ შვილი არის სიცოცხლე, რომელსაც თვალებში ვერ შეხედავ და იმ წუთას ვიფიქრე, რომ იქნებ ყველას ეშველოს", - ამბობს თამუნა იარაჯული.

მრავალშვილიანი დედა პენსიის მინიმუმ 300 ლარამდე გაზრდას, ასევე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, საყოველთაო დაზღვევას ითხოვს, სადაც გამოკვლევის, მკურნალობისა და მედიკამენტების პაკეტი იქნება. გარდა ამისა, მისი მოთხოვნაა, ზამთრის პერიოდში არავის შეუწყვიტონ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მოთხოვნების შესასრულებლად თამუნა იარაჯული პრემიერს 3-დღიან ვადას აძლევს.

ამავე თემაზე:

"იქნებ მე რომ აღარ ვიქნები, ყველას ეშველოს-მეთქი" | შშმ პირის დედა, რომელსაც გაზი ჩაუჭრეს, ივანიშვილის რეზიდენციასთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი