
სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენის შესახებ, მისივე ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აფასებს. როგორც რურუას ადვოკატი აცხადებს, სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩენილიყო.
ეს არ არის მოსამართლე, ეს არის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ადამიანი, რომელიც იხილავს საქმეს და ფორმალურად აცვია მანტია, თითქოს ისმენს ჩვენს პოზიციებს, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
საძაგლიშვილი ამბობს, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისთვის, რომ გამოააშკარაონ
სასამართლოს ქმედებათა უკანონობა, ასევე პროკურატურის წარმომადგენელთა და პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული.
აუცილებლად გაირკვევა ამ საქმეზე სიმართლე და გაირკვეა არამხოლოდ ის, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, არამედ გაირკვევა ისიც, ვინ ჩაუდო, ვისი გადაწყვეტილებით ჩაუდო, ვინ ეკონტაქტებოდა ბუგიანიშილს და ვინ სთოვდა მას იმას, რომ გიორგი რურუა დაეტოვებინა პატიმრობაში, - ამბობს საძაგლიშვილი.
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.