აშშ-ში ივანიშვილს „უჟმურ ოსკარს“ ადარებენ, ხელისუფლებას კი კრიტიკის გათვალისწინებას ურჩევენ - "მთავარის" ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კრამერთან

გამოქვეყნდა:

„უჟმური ოსკარი“ - ამერიკელმა კონგრესმენმა, პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ თოჯინას შეადარა და მას პუტინის მარიონეტი უწოდა. 

„უჟმური ოსკარი“ ამერიკული საბავშვო ტელესერიალის გმირია, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და ნარჩენებს აგროვებს. როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, თოჯინა ოსკარივით, ბიძინა ივანიშვილიც პუტინის მარიონეტია. კონგრესმენმა ოლსონმა ეს სკანდალური და მძიმე განცხადებები კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.

რესპუბიკელმა დეპუტატმა მოსმენაზე ქართული დროშა და 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების ამსახველი კადრები მიიტანა და კონგრესის ტრიბუნიდან კოლეგებს საქართველში დემოკრატიის დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ამ უმწვავესმა განცხადებამ „ოცნების“ მოჩვენებითი სიმშვიდე სრულიად შეცვალა, კახი კალაძემ რესპუბლიკელი კონგრესმენის გამოსვლას ზღვარგადასული უწოდა და მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანიის "ფრონტერას" ლობირებაში დაადანაშაულა. წერილებით შეწუხებული პრემიერი გახარია კი კომუნიკაციის ეპისტოლარული ფორმით უკმაყოფილოა და სტრატეგიულ პარტნიორებს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს. 

"ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი ხელმძღვანელი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველო ხელისუფლებას არ უნდა ეგონოს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის გამო კონგრესი თბილისისთვის ვერ მოიცლის. დევიდ კრამერი ხელისუფლებას ურჩევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკა გაითვალისწინონ.

 

"ქართველი მაღალჩინოსნები დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ იფიქრებენ, რომ აშშ-ში არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში... ვეთანხმები, რომ იყოს მეტი და მეტი შეშფოთება ამ საკითხებზე... უდიდესი შეცდომა იქნება თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები უგულებელყოფენ კონგრესის კრიტიკას ან ჩამოვლენ ვაშინგტონში და კარს გაიჯახუნებენ... თუკი ქვეყანა გადაუხვევს ვროატლანტიკური კურსიდან, მას ძალიან ძვირი საფასურის გადახდა მოუწევს" - განაცხადა კრამერმა.

ივანიშვილის ირგვლივ მარყუჟი ვიწროვდება და მოსკოვის მიმართ რევერანსები პარტნიორებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ახალი ელჩის მიერ გახმოვანდება. კელი დეგნანი თბილისში დღეს ჩამოვიდა და ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი