ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მთავარი საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისია. ქვეყანა რუსული აგრესიის სამიზნეა და ომის ზღვარზეა.
რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.
აშშ-ში აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება თავად ალიანსისა და სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტია, ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.