ივანიშვილის ავტორიტეტსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე, ლობისტები ვერ შელახავენ - კალაძე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და ღვაწლს ქვეყნის წინაშე, ვერანაირი ლობისტები ვერ შელახავენ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს. 

ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შინაარსობირვად ძალიან პოზიტიურია და იქ საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხება.  

2012 წლიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად ძალიან პოზიტიურია, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე, - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ. აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი