
აფეთქება განაში - დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი, არიან დაშავებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც, შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. 400-მდე ადამიანი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ ბოგოსოში, სატვირთო მანქანას ასაფეთქებელი ნივთიერება ოქროს საბადოსკენ გადაჰქონდა, რა დროსაც ის მოტოციკლს შეეჯახა.