ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "საპრეზიდენტო არჩევნები" 10 აპრილს ჩატარდება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "საპრეზიდენტო არჩევნები" 10 აპრილს ჩატარდება. 

ე.წ. კონსტიტუციით, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქე“ უნდა იყოს, აქტიური საარჩევნო უფლებით. მისი ასაკი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები. ასევე, ის უნდა ფლობდეს „სახელმწიფო ენას“ და ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივად ცხოვრობდეს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე.

დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა ხუთ წლიანია და ერთსა და იმავე პირს ორ ვადაზე მეტად კენჭისყრა არ შეუძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი