დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 70 423 ადამიანს აქვს დადასტურებული.
ინფიცირებულებიდან 4 462 საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის:
მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 123, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, აქედან 152 თბილისში, 50 აჭარაში, 20 კი იმერეთში.
1 921 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებულია, ხოლო 64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 42 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5 199 გამოჯანმრთელდა.