"ოცნებამ" კიდევ ერთხელ დააზიანა ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ოპოზიცია ევროპარლამენტარების ჩაშლილ ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

საქართველო მორიგ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი ჩაშალა.

განცხადებაში, რომელიც 20-21 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის შესახებ თავად ევროპარლამენტარებმა გაასაჯაროვეს, ნათქვამია, რომ პაპუაშვილმა მათთან შესახვედრად "დრო ვერ გამონახა".

საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჯერჯერობით განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ "ოცნების" ამგვარი გადაწყვეტილებით ქვეყნის ეროვნული ინტერესები კიდევ ერთხელ დაზიანდა.

"ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალურად ის, რომ ევროპა და ევროპული ფასეულობები არ გახლავთ მათი ინტერესის საგანი და პირიქით - ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნება მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართულ ოცნებას აქვს სულ სხვა დღის წესრიგი, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება განსაკუთრებით გლობალურ ევროპულ უსაფრთხოებაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც ეროვნულ კონსენსუსს და თანხმობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ერთიან, თავისუფალ მშვიდობიან ერთობაში. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებით, საქართველო დაშორდა ამ პროცესს", - აღნიშნა პარტია "დროას" წევრმა, ბათუ ქუთელიამ.

ვიზიტის ჩაშლას ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი.

"ეს არის ზურგის შექცევა კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ გადის მიშელის შეთანხმებიდან. მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უნდა გამართულიყო ჩვენს ქვეყანაში ევროპარლამენტარების მონაწილეობით, იყო ამ შეთანხმების ნაწილი. იმ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი რეგიონია, ევროკავშირისთვის და მისი წარმომადგენლებისთვის ზურგის შექცევა არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის. ქართული ოცნების რეპუტაცია უკვე იმდენად არის დაზიანებული, მას არაფერი აღარ გამოასწორებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არც ევროპელ პარტნიორებს გაუკვირდათ პაპუაშვილის გადაწყვეტილება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე:

"პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა" | ევროპარლამენტარებმა თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი