"თავისუფლება მიშას!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

ამას გარდა, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა კომუნალურ გადასახადებზე ფასების შემცირებაა. მათი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და ამ ფონზე, კომუნალურების გაზრდილი ტარიფი მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

აქტივისტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამო ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი