გერმანია ესტონეთს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლებას არ აძლევს - WSJ

გამოქვეყნდა:

გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

აშშ-ს, ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გერმანიის მთავრობას, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე უარი აქვს ნათქვამი.

რაც შეეხება ესტონეთს, გერმანელი და ესტონელი ოფიციალური პირების თანახმად, ბერლინმა უარი თქვა მესამე ქვეყნისთვის საარტილერიო დანადგარების გადაცემის ნებართვაზე, იმ მიზეზით, რომ იარაღი გერმანული წარმოებისაა.

გერმანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინაში იარაღის გაგზავნას, რადგან შიშობენ, რომ ეს დაძაბულობას გაზრდის და რუსეთთან მოლაპარაკებებს გაართულებს.

ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ისინი კვლავ ცდილობენ გერმანიას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

"იმედია, გერმანიისგან თანხმობას მივიღებთ. ესტონეთმა აჩვენა, რომ ჩვენ გვინდა უკრაინისთვის პრაქტიკული გზებით დახმარება, როგორც შეგვიძლია", - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი