მინდა, ამერიკის საელჩოს ბოდიში მოვუხადო - გუბაზ სანიკიძე

გამოქვეყნდა:

მინდა ამერიკის საელჩოს ოფიციალურად ბოდიში მოვუხადო, - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა და განმარტა, რომ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში აზრი არასწორად გადმოსცა, რის გამოც, აშშ-ს საელჩოსა და ელჩს ბოდიშს უხდის და პატივისცემას უდასტურებს. 

გუშინ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით. ჩემი ბრალია ეს. ამიტომ მინდა ბოდიში მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ელჩს და დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა თვითონ შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოში საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია უკვე ფაქტობრივად, იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მზად ვარ დიდი სიამოვნებით, თუ სურვილი ექნებათ საელჩოს წარმომადგენელებს შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო, - ამბობს გუბაზ სანიკიძე.  

შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს. სანიკიძის ამ განცხადებას კელიდეგნანი გამოეხმაურა და ამ მოსაზრებას აბსურდი უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი