პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გადაუგზავნა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა.

ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარადგინა. 

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატებს, ორ ვაკანტურ პოზიციაზე ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძეა წარდგენილი.

წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი