აშშ-დან უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში, უკვე ჩავიდა სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი. ინფორმაციას უკრაინაში, აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
უკრაინისთვის, 200 მილიონი დოლარის უსაფრთხოების პაკეტი ბაიდენმა დეკემბერში დაამტკიცა.
შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზეა. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს ისეთ პასუხს, როგორიც ჯერ არ მიუღია.