რუსლან აბაშიძე დაცვამ კაბინეტში ჩაკეტა და დერეფანი ჩააბნელა - დამალული და გაპარული ჩინოვნიკი

გამოქვეყნდა:

52 წლის ზურაბ ქირია დღეს დაკრძალეს. ორშაბათიდან ქირიას მეზობლები და ტრაგედიის თვითმხილველები, გარდაცვლილის ბოლო სურვილის შესრულებას იწყებენ. ქირია ისე დაკრძალეს, რომ სამძიმარზე ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი არ მისულა, ამიტომ ორშაბათს დევნილები ხელისუფლებას თავად მიაკითხავენ და დანაპირების შესრულებას მოსთხოვენ

მაშინ, როცა აფხაზეთის მთავრობა ნანგრევებში მცხოვრებ დევნილებს, მხოლოდ დაპირების ფარატინა ფურცლებს უგზავნის, საკუთარ კეთილდღეობაზე, მილიონობით ლარს ხარჯავს

დევნილებზე ზრუნვა აფხაზეთის მთავრობასა და დევნილთა სააგენტოს ევალება.  

აფხაზეთის მთავრობის 2022 წლის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ 893 ათას 298 ლარი ხელფასებში, 4 მილიონ 730 ათას 183 ლარი კი საწვავის და ტელეფონის ხარჯებში იხარჯება.

როგორც ჩანს, 24 მილიონიდან 16 მილიონამდე ლარს აფხაზეთის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ხარჯავს. ეს კი დრამატულად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში დევნილთა მედიკამენტებით მხარდაჭერაზე მხოლოდ 75 ათასი ლარია გამოყოფილი, ასევე, აფხაზეთის მთვრობამ მხოლოდ 30 ათასი ლარი გაიმეტა დევნილების ავარიული საცხოვრებლები შენობების გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის.

"მთავარი არხის" გამოჩენამ აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლები იმდენად შეაშინა, რომ უნიჭო სპექტაკლი გაითამაშეს. ჩვენი გადამღები ჯგუფის 4 საათიანი ლოდინის შემდეგ რუსლან აბაშიძე დაცვამ საკუთარ კაბინეტში გარედან ჩაკეტა, დემონსტრაციულად ჩააქრეს დერეფნის განათებაც, ვითომ აბაშიძე სამსახურში არ იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი