შეიარაღებაზე დაკლებული თანხა - ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე რჩება

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი წელი ქვეყანა თავდაცვის ყველაზე კრიტიკული რგოლის გარეშე რჩება - საჰაერო უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც შეიარღებული ძალები უკვე წლებია, ელოდებიან, საქართველოში 2021 წელზე ადრე ვერ ჩამოვა. ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ თავის მართლების საშუალებად კორონავირუსი გამოიყენა და თქვა, რომ სამუშაოები თავად ფრანგულმა მხარემ გადაავადა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ ყოველი შემთვევისთვის თავი დაიზღვია,15 წლისწინანდელი მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ წინა ხელისუფლებისგან პრეტენზიებს ვერ მიიღებს.

განცხადება გაუგებარი აღმოჩნდა როგორც ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში, სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ.  გასახსენებელი გენრალ დევი ჭანკოტაძესაც აქვს, კერძოდ ის, თუ რატომ თქვა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილმა უარი ამერიკულ საჩუქარზე. 

2011 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამერიკისგან უნდა მიეღო ორი ჯამბოს ტიპის ვერტმფრენი, 12 ვერტმფრენი სი-ჰოუკი, და ასევე, ჰოუკის ტიპის ჰაერსაწინაარმდეგო სისტემა. თუმცა, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი იხსენებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დახმარებაზე ივანიშვილმა უარი თქვა და მის სანაცვლოდ ახალი სისტემის ფრანგული კრედიტით შეძენა გადაწყვიტა. 

რა იყიდა საფრანგეთისგან საქართველოს ხელისუფლებამ - სახელმწიფო საიდუმლოებაა. დამალულია იარაღის ტიპიც და კონტრაქტის ზუსტი ღირებულებაც. თუმცა, დაინტერესებული პირი ამ ინფორმაციას ინტერნეტიდან საკმაოდ მარტივად მოაგროვებს. საქართველოსთვის იარაღის მომწოდებული, ფრანგული სამხედრო კონცენრნი "ემბიდიეია".

არის თუ არა ეს ტექნიუკურად უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ინტერსების დათმობა, რთული სათქმელია, რადგან კონტრაქტი სამხედრო საიდუმლეობაა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედი,  რომელმაც უშუალოდ მოაწერა ხელი ფრანგულ მხარესთან შეთანხმებას, თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების პასიურობა ამ მიმართულებით ქვეყანას ნამდვილად აზიანებს. 

სწორედ საჰაერო თავდაცვის სისტემა გახდა ერთ-ერთი ის მიზეზი, რის გამოც ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა, იმავე საკითხთან მჭირდროდ იყო დაკავშირებული თინა ხიდაშელის ჩამოშორება "ოცნების" ორბიტიდან. წლები გადის, საქართველოს შეიარაღებული ძალები კი იმ რგოლის გარეშეა დარჩენილი, რომელიც რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი