მაქვს მტკიცებულებები ხელისუფლებაზე, როგორ უთვალთვალებენ და ემუქრებიან...- თამარ იარაჯულის სკანდალური განცხადება 

გამოქვეყნდა:

თამარ იარაჯული, რომელმაც 2 დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, თვითმკვლელობა სცადა, მის წინააღმდეგ დაწყებულ შავ პიარკამპანიას "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში პასუხობს და ამბობს, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უკავშირდება იმ ინფორმაციებს, რომელსაც ის ფლობს.

კერძოდ, იარაჯულის თქმით, ვინაიდან ის უფლებადამცველია, ხელისუფლების აქვს მტკიცებულებები, როგორ უთვალთვალებენ, დასდევენ და აშანტაჟებენ ადამიანებს.

იარაჯულის თქმით, შვილის ექიმებთან გადის კონსულტაციებს და გეგმავს ქვეყნის დატოვებას დროებით, უსაფრთხოების მიზნით და იმ შემთხვევაში თუ მას ამის უფლებას მისცემენ, მასალებს "მთავარ არხს" დაუტოვებს: 

"მე დღეს აქ რომ შემოვდიოდი ფოტო გადავიღე და დავწერე, რომ ომი გინდათ და მიიღებთ და მიიღებენ აუცილებლად. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ისეთი, იმიტომ, რომ ვარ უფლებადამცველუი, რომელსაც ვინახავ, ეს მათ ძალიან კარგად იციან. ინფორმაცია ხელისუფლებაზე, ვისაც დევნიან, ვისაც ემუქრებიან, ვისაც დასდევენ, უკანონო თვალთვალი და ა.შ. 

მე ამ ინფორმაციის მატარებელი ვარ, მტკიცებულებებია იმიტომ, რომ ვიდეომასალით მაქვს.

სავარაუდოდ ეს არის მიზეზი იმიტომ, რომ ლევან ნიკოლეიშვილს ჩემთან არ ჰქონია არასდროს არანაირი კავშირი.

ბაშვის ექიმებთან გავდივარ კონსულტაციას, თუ მომცემს ნებართვას, სანამ ეს ხელისუფლებაა დავტოვო ქვეყანა, ჩემ ოჯახს ვუფრთხილდები და თუ წავედი აუცილებლად თქვენს ტელევიზიას დავუტოვებ ყველაფერს." განაცხადა იარაჯულმა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი