სოსო ტყემალაძემ თქვა, ქალბატონი მინისტრის ბრალია, მთხოვს გავატარო კადრების წმენდაო - რა ხდება რაგბის კავშირში?

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირიდან თანამშრომლების გათავისუფლება რომ თეა წულუკიანის მოთხოვნა იყო, უკვე კავშირის პრეზიდენტიც ადასტურებს.

ყოფილმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე სოსო ტყემალაძემ თანამშრომლებს პირდაპირ უთხრა, რომ წულუკიანი არ ჩაურიცხავდა რაგბის კავშირს დაფინანსებას, თუ საკადრო წმენდას არ ჩაატარებდა:

"მივედით ერთ -ერთ შეხვედრაზე, ხელფასები იგვიანებდა მაშინ, 2 თვე იყო დაგვიანება. სოსო ტყემალაძემ თქვა, რომ ჩემი ბრალი არ არისო, ეს ქალბატონი მინისტრის ბრალია იმიტომ, რომ მთხოვს, გავატარო კადრების წმენდაო, სანამ არ გავატარებო, არ ჩამირიცხავს კავშირის კუთვნილ დაფინანსებასო" განაცხადა "მთავარის" პირდაპირ ეთერში სიმონ მაისურაძემ.

მისი თქმით, რაგბის კავშირიდან ათავისუფლებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო არჩევნებში, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ ისინი, რომ წულუკიანი ტყემალაძის ხელით ახლა რეპრესიებს ატარებს. 

იხილეთ ასევე:

რაგბის კავშირში საკადრო წმენდას ადასტურებენ, თუმცა არა წულუკიანის მოთხოვნით
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი