ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეობასა და ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის შექმნაში რესპუბლიკური პარტიის უსაფრთხოების დოკუმენტშია დადანაშაულებული. კვლევას, სათაურით „შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან“, ხელს 13 გავლენიანი კონგრესმენი აწერს, თუმცა თავად კომიტეტში, სადაც ეს უმწვავესი რაპორტი მომზადდა 147 რესპუბლიკელი კანონმდებელია. მათ შროის არიან მოქმედი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები დიკ ჩეინი და დეინ კუელი, ოთხი რესპუბლიკელი სენატორი. დოკუმენტში ყველაზე უფრო მწვავე და რადიკალური ფორმულირებებია ჩადებული, რაც კი აქამდე საქართველოს ხელისუფლებას უნახავს.
120-გვერდიანი კვლევის მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა, თუმცა "ოცნების" ლიდერის რეპუტაციას დღეს მთავრობა და პარლამენტი ერთად იცავდნენ. დავით ზალკალიანი, თეა წულუკიანი და სხვები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთთან მოკავშირეობის ბრალდებები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, უფრო მეტიც, იუსტიციის მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილი სუვერენიტეტის გარანტიაა.
"ოცნებისთვის" ეს პოლიტიკური განაჩენი და იმის მითითებაა, რომ ქვეყნაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა უნდა მოხდეს. ოპოზიცია მმართველ პარტიას რესპულიკური პარტიის კვლევების კომიტეტის მნიშვნელობას, ამერიკული პოლიტიკური სისტემის მუშაობის პრინციპებს უხნის და ახსნებს, რომ ასეთი რეპუტაციის პირობებში, მმართველ გუნდს სერიოზული პრობლემები ემუქრება.
არც მოკავშირეების და არც ოპოზციის კრიტიკა "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი არ არის. ივანიშვილის გუნდი დოკუმენტზე ისევ ხელმოწერებს ითვლის და მათი კრიტიკისა და ასეთი რადიკალური დამოკიდებულების მიზეზებს ისევ ვერ ხედავს. ირაკლი კობახიძისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კვლევა დაბალი რანგის დოკუმენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების შემოქმედებაა.
სპეციალისტები "ოცნების" ამ დამოკიდებულების შემდეგ ამერიკიდან კიდევ უფრო მწვავე რეაქციას ელოდებიან. ამბობენ, რომ თუკი ივანიშვილის მთავრობა ამ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ საქნციებზე საუბარი სულ უფრო რეალურ ხასიათს მიიღებს.