
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრასა და ოკუპაციას განიხილავენ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოტენციურ კანდიდატად უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება.
მათივე ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის:
"ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.