თუ ასე გააგრძელა, ის შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი კულტურის გარეშე - ტორესა მოსი წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

ის შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი, მაგრამ კულტურის გარეშე მოუწევს მინისტრობა, თუ ასე გააგრძელებს. მისი ამოცანა არის პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებაროს, ის, რაც არც ერთი პარტიის ვიწრო ინტერესებში არ ჩაეტევა არასოდეს, იმიტომ რომ ქართული კულტურა არის ქართველი ხალხის საკუთრება, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებების მიღმა.

მისი მთავარი მიზანია, 2024 წლისთვის ქართულ ოცნებას ველი აბსოლუტურად მოსუფთავებული ჰქონდეს. მათ მოქმედებას სხვა არანაირი მიზანი და შინაარსი არ გააჩნია, გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა.

ასე გამოეხმაურა "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანი და მწერალი ტორესა მოსი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი