საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 42% - აცრების სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 656 703 აცრაა ჩატარებული.

ვაქცინაციის სტატისტიკა ასეთია:

  • მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 318 639 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 45.9%);
     
  • სრულად ვაქცინირებულია 1 207 073 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 42.0%);
     
  • ბუსტერ დოზით აცრილია 128 860 ადამიანი;
     
  • 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 761 პირი (2.12%), სრულად აცრილია - 2 611 (1.47%);
     
  • 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 339 (15.22%), სრულად აცრილია - 10 750 (13,26%).

22 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 4 685 აცრა ჩატარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი