
ავღანეთში, ქალაქ ჰერათში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 9 ადამიანი, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამდე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.