კორონავირუსის შემთხვევების გამო, "ოქროს ბირჟა" 1 თებერვლამდე დაიხურა

გამოქვეყნდა:

"თბილისი ცენტრალში" არსებული "ოქროს ბირჟა" 1 თებერვლამდე დაიხურა. დახურვის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის შემთხვევების მატება გახდა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ვირუსი 55 მათგანს აქვს დადასტურებული, ნაწილი კი სიმპტომების გამო, იზოლაციაშია გადასული.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დღეს, 23 იანვარს, კორონავირუსის​ 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი, 5 408 კი გამოჯანმრთელდა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი