ოკუპანტი ქვეყნის მადლობა "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სტრატეგიული პარტნიორების უკიდურესად კრიტიკული განცხადებების ფონზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მადლობას უხდის. 

სერგეი ლავროვის მარჯვენა ხელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოსთან მძიმე პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, შედგა ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა საერთო პრობლემების დროს.

მადლობას ვუხდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული არც თუ ისე მარტივი ურთიერთობისა, ჰუმანიტარული ურთიერთობის დახმარება შედგა, რაც მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, როცა საერთო პრობლემის წინაშე ვდგავართ. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციამ დახმარება გაუწია ბრაზილიაში მყოფ ქართულ ოჯახს, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, თუ ამ ფაქტებს მხედველობაში მივიღებთ, ვფიქრობ, სხვა პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელი იქნება, - გაცხადა მარია ზახაროვამ.

ამ განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენელები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, სტრატეგიული მოკავშირეების კრიტიკას თავდასხმით პასუხობს, რუსეთს კი შესაძლებლობას აძლევს, რომ თქვას, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები, მოგვარებადია.

გუბაზ სანიკიძე კი მმართველ პარტიას მარია ზახაროვას მადლობას ულოცავს და ამბობს, რომ ბიძინა
ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ცუდ წრეში არიან და კაცობრიობის ბნელ მხარეს იმყოფებიან, სადაც რუსეთი, ტერორიზმი, სიცრუე, ომი და უბედურებაა.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი