
თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი, სედეფ კაბასი ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
პრეზიდენტმა შეურაცხყოფად თურქული ანდაზა მიიღო, რომელიც ჟურნალისტმა ჯერ ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში თქვა, შემდეგ კი Twitter-ზე დაწერა.
"ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ ხდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბოსლად", - დაწერა მან.
ჟურნალისტის განცხადებას თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტის ღირსება ქვეყნის ღირსებაა და ის გმობს შეურაცხყოფას პრეზიდენტისა და მისი ოფისის მიმართ.
თურქეთში კანონის თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფა 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.