გამოძიება დაადგენს, როდის და რა ვითარებაში დაიკარგა ექსპონატების ნაწილი - თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება.
პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ის დანაშაულში ბრალს ფერწერის ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ნინო ხუნდაძეს სდებს. ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მისულ კადრს მინიმუმ ინვენტარიზაცია მაინც უნდა ჩაეტარებინა და მოეძიებინა დაკარგული ნახატები.
ოფიციალურ დოკუმენტებით, კი დგინდება, რომ ნახატები, რომლებზეც წულუკიანი საუბრობს არსად დაკარგულა. დოკუმენტების მიხედვით, გიგო გაბაშვილის ნახატი 1989 წელს მინისტრთა საბჭოს გადაეცა, ხოლო ელენე ახვლედიანის ნახატი 2000 წელს, ზუგდიდის მუზეუმს.
"იცოდეთ, რომ არაფერი არ არის დაკარგული, იცოდეთ, რომ ფიქციაა ეს ყველაფერი და ამ ფიქციაზე, მუდმივად ამ სტრესში უნდა ამყოფოს არამარტო მოსახლეობა, ასევე თვითონ ის უძვირფასესი ხალხი, ვის შრომაზეც, ცხოვრებაზეც და კისერზეც გადაიარა ამ წლებში ქართული მატერიალური კულტურის კვლევამ" ამბობს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძე