მსოფლიო ახალი კრიზისის და სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშეა - რუსეთი სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანიისთვის და უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
130 000-იანი არმიის უკან გასაყვანად კრემლი ერთ-ერთ მთავარ პირობად აყენებს იმას, რომ ნატომ სამუდამოდ დაუხუროს ალიანსის კარი უკრაინასა და საქართველოს და გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.
საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამოთქმული სკეპტიკური მოსაზრებების გამო, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი განცხადებიდან რამდენიმე საათში იძულებული გახდა გადამდგარიყო. ყველა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, უკრაინასთან ერთად, სწორედ საქართველოა.
დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ოფიციალურ კიევს ამხნევებს სიტყვით, დამატებითი შეიარაღებით, თუ კრემლისთვის სანქციების დაწესების პირობით და სად არის ამ დროს საქართველო? სად არის და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? ეს გამაყრუებელი დუმილი დღეს მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
მეტიც, მდუმარე და ქვიშაში თავჩარგული ხელისუფლება ახლა დასავლელ მეგობრებსაც აღარ ხვდება და მიზეზად მოუცლელობას ასახელებს.