"სასწრაფოდ უნდა მოხდეს ჩვენი გაყვანა" - დევნილები ისევ აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

დევნილების პროტესტი გრძელდება - სანატორიმ "ქართლში" მცხოვრებლები დღეს, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინსტროსთან მისასვლელად ემზადებიან. ადგილობრივებმა აქციების განახლება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გარდაცვლილი კაცი დაკრძალეს.

დევნილების მთავარი მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაა. მათი თქმით, სანატორიუმის ტერიტორია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს ავარიულია, ინგრევა და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ისევ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ იგივეს, რომ 2022 წელს დევნილებს ბინებს უპირობოდ მისცემენ. უწყება მათ რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი