"ლელოს" ლიდერები დღეს უკრაინის ელჩს შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია უკრაინის ელჩთან შესახვედრად ემზადება - "ლელოს" ლიდერების აუდიენცია იგორ დოლგოვთან დღეს პირველ საათზე იგეგმება. შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა.

"ლელოს" ლიდერები ელჩ დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას, რომლის ადრესატიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი არიან.

"წერილით მივმართეთ ფრაქციამ როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ როგორც უკრაინას, ასევე, მათ მომავალს ნატოში და ევროკავშირში. მნიშვნელოვანია ამ მომენტში ელჩთან უშუალოდ ჩვენი შეხვედრა", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, უკრაინის მომავალი ჩვენი ქვეყნის მომავალთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი