"2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა. განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვადრატული მეტრის ფართი უკანონდებოდა. არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და 2012 წლამდე განსახლების პროექტები ხორციელდებოდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი. 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა დავიწყეთ ინტენსიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან."
აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე